فَيَا نَفَحَاتِ اللهِ يَا عَطَفَاتِهِ
O Divine Breaths of Allah, O His Affections
Ka
فَيَا نَفَحَاتِ اللهِ يَا عَطَفَاتِهِ
وَيَا جَذَبَاتِ الْحَقِّ جُودِي بِزَوْرَةِ
ო, ღვთიურო სურნელებავ, ო, მისო წყალობანო
ო, ჭეშმარიტების მიზიდულობავ, გვიბოძე შენი სტუმრობა
وَيَا نَظَرَاتِ اللّهِ يَا لَحَظَاتِهِ
وَيَا نَسَمَاتِ اللُّطْفِ أُمِّى بِهَبَّةِ
ო, ღვთის მზერავ, ო, მისო მზრუნველობავ
ო, მადლის ნაზო სიონო, მოგვივლინე შენი ქროლვა
وَيَا غَارَةَ الرَّحْمَانِ جُدِّىْ بِسُرْعَةِ
إِلَيْنَا وَحُلِّى عَقْدَ كُلِّ مُلِمَّةِ
ო, მოწყალე ღმერთის შეწევნავ, ისწრაფე
ჩვენსკენ და გახსენი ყოველი უბედურების კვანძი
وَيَا رَحْمَةَ الرَّبِّ الرَّحِيْمِ تَوَجَّهِىْ
وَأَحْيِىْ بِرُوْحِ الفَضْلِ كُلَّ رَمِيْمَةِ
ო, მწყალობელი უფლის წყალობავ, მოგვმართე
და მადლის სულით გააცოცხლე ყოველი ნეშტი
وَيَاكُلَّ أَبْوَابِ الْقَبُولِ تَفَتَّحِىْ
فَإِنَّ مَطَايَا الْقَصْدِ نَحْوَكَ أَمَّتِ
ო, მიღების ყველა კარიბჭევ, გაიღე
რამეთუ განზრახვის მხედრები შენსკენ მოისწრაფიან
وَيَاسُحُبَ الْجُوْدِ الْإِلَهِيِّ أَمْطِرِىْ
فَإِنَّ أَكُفَّ الْمَحْلِ تِلْقَاكِ مُدَّتِ
ო, ღვთიური სიუხვის ღრუბლებო, იწვიმეთ
რამეთუ გვალვისგან დაშრეტილი ხელები შენსკენ აღიმართნენ
بِحُرْمَةِ هَادِيْنَا وَمُحْيِيْ قُلُوْبِنَا
وَمُرْشِدِنَا نَهْجَ الطَّرِيْقِ الْقَوِيْمَةِ
ჩვენი წინამძღოლისა და გულთა გამაცოცხლებლის პატივით
და ჩვენი მეგზურისა სწორი გზის ბილიკზე
دَعَانَا إِلَى حَقٍّ بِحَقٍّ مُنَزَّلٍ
عَلَيْهِ مِنَ الرَّحْمَانِ أَفْضَلَ دَعْوَةِ
მან ჭეშმარიტებისკენ მოგვიხმო, გარდმოვლენილი ჭეშმარიტებით
რაც მოწყალე ღმერთისგან საუკეთესო მოწოდება იყო
أَجَبْنَا قَبِلْنَا مُذْعِنِيْنَ لِأَمْرِهِ
سَمِعْنَا أَطَعْنَا عَنْ هُدىً وَبَصِيْرَةِ
ვუპასუხეთ, მივიღეთ და მორჩილნი ვართ მისი ბრძანებისა
ვისმინეთ და დავემორჩილეთ წინამძღოლობითა და გონიერებით
فَيَارَبِّ ثَبِّتْنَا عَلَى الْحَقِّ وَالْهُدَى
وَيَارَبِّ اِقْبِضْنَا عَلَى خَيْرِ مِلَّةِ
ო, უფალო, განგვამტკიცე ჭეშმარიტებასა და სწორ გზაზე
და ო, უფალო, მიგვიბარე სულნი საუკეთესო სარწმუნოებით
وَعُمَّ أُصُوْلاً وَالْفُرُوْعَ بِرَحْمَةٍ
وَأَهْلاً وَأَصْحَاباً وَكُلَّ قَرَابَةِ
მოჰფინე შენი წყალობა წინაპართ და შთამომავალთ
ოჯახს, მეგობრებსა და ყოველ ახლობელს
وَسَائِرِ أَهْلِ الدِّيْنِ مِنْ كُلِّ مُسْلِمٍ
أَقَامَ لَكَ التَّوْحِيْدَ مِنْ غَيْرِ رِيْبَةِ
და რელიგიის სხვა მიმდევართ, ყოველ მუსლიმს
ვინც ეჭვგარეშე დაგიმკვიდრა ერთღმერთიანობა
وَصَلِّ وَسَلِّمْ دَائِمَ الدَّهْرِ سَرْمَداً
عَلَى خَيْرِ مَبْعُوْثٍ إِلَى خَيْرِ أُمَّةِ
დალოცე და დაამკვიდრე მშვიდობა სამარადჟამოდ
საუკეთესო ერისკენ მოვლენილ საუკეთესო შუამავალზე
مُحَمَّدٍ الْمَخْصُوْصِ مِنْكَ بِفَضْلِكَ
الْعَظِيْمِ وَإِنْزَالِ الْكِتَابِ وَحِكْمَةِ
მუჰამედზე, ვინც გამორჩეულია შენგან შენი დიდებული
მადლით, წიგნის მოვლინებითა და სიბრძნით