مَا مَدَّ لِخَيْرِ الْخَلْقِ يَدَا
Extend Your Hand
Ka
الله الله الله الله الله الله
لَا إِلَٰهَ إِلَّا ٱللَّٰهْ
ალაჰ, ალაჰ, ალაჰ, ალაჰ, ალაჰ, ალაჰ
არ არსებობს ღმერთი, გარდა ალაჰისა
مَا مَدَّ لِخَيْرِ الْخَلْقِ يَدَا
أَحَدٌ إِلَّا وَبِهِ سَعِدَا
არავის გაუწვდია ხელი ქმნილებათაგან საუკეთესოსთვის
ისე, რომ მისით ნეტარება არ ეპოვოს
فَلِذَاكَ مَدَدْتُ إِلَيْهِ يَدِي
وَبِذَلِكَ كُنْتُ مِنَ الْسُّعَدَا
სწორედ ამისთვის გავიწვდინე მისკენ ხელი
და ამით შევუერთდი ნეტართა რიგებს
بَابٌ لِلَّهِ سَمَا وَعَلَا
شَرَفاً وَامْتَازَ بِكُلِّ عُلَا
ისაა კარი ღვთისკენ, ამაღლებული და უზენაესი
პატივითა და ყოველგვარი დიდებით გამორჩეული
وَالْكُلُّ بِدَعْوَتِهِ اتَّصَلَا
بِاللهِ وَحَازَ بِهِ الْمَدَدَا
ყოველი ქმნილება მისი მოწოდებით დაუკავშირდა
ღმერთს და მისი მეშვეობით ჰპოვა შეწევნა
إِنِّي فِي الْعُسْرِ وَفِي الْيُسْرِ
بِحِمَاهُ أَلُوذُ مَدَى الْعُمْرِ
მე, გასაჭირსა თუ კეთილდღეობაში
მის მფარველობას ვეფარები მთელი სიცოცხლე
وَأَقُولُ أَغِثْنِي يَا ذُخْرِي
وَأَنِلْنِي مِنْ كَفَّيْكَ نَدَا
და ვამბობ: შემეწიე, ჩემო საუნჯევ
და მარგუნე შენი ხელთაგანი წყალობის ნამი
وَعَلَيْنَا تَعَطَّفْ يَا أَمَلِي
بِشِفَاءِ الْقَلْبِ مِنَ الْعِلَلِ
მოგვხედე მოწყალებით, ჩემო იმედო
რათა განიკურნოს გული სნეულებათაგან
أَيَكُونُ مُحِبُّكَ فِي وَجَلٍ
وَبِجَاهِكَ لَا أَخْشَى أَحَدَا
განა შეიძლება შენი მოყვარული ძრწოდეს?
შენი დიდებულების წყალობით არავისი მეშინია
لَا أَرْجُو غَيْرَكَ إِنْ جَارَا
دَهْرِي وَعَدِمْتُ الْأَنْصَارَا
არავისგან ველი შველას შენს გარდა, თუკი
დროება განმიდგება და დამცველი არავინ მეყოლება
بِحَيَاتِكَ أَلْقِ الأَنْظَارَا
كَرَماً يَا أَفْضَلَ مَنْ سَجَدَا
შენს სიცოცხლეს ვფიცავ, მოგვაპყარი მზერა
კეთილად, ო, საუკეთესო მუხლმოდრეკილთა შორის
أَنْتَ الْمُخْتَارُ مِنَ القِدَمِ
يَا خَيْرَ شَفِيعٍ فِي الأُمَمِ
შენ ხარ რჩეული უხსოვარი დროიდან
ო, საუკეთესო მეოხო ერთა შორის
وَبِنُورِكَ مِنْ بَعْدِ الْعَدَمِ
وَجْهُ الْتَّكْوِينِ زَهَا وَبَدَا
და შენი ნათელით, არყოფნის შემდეგ
სამყაროს სახე გაბრწყინდა და გამოჩნდა
وَصَلَاةُ اللهِ بِلَا حَصْرِ
لَكَ تُهْدَى يَا سَامِي الْقَدْرِ
ალაჰის ლოცვა-კურთხევა დაუსრულებელი
შენ გეძღვნება, ო, ამაღლებული ღირსებისავ
وَالْآلِ مَعَ الْصَّحْبِ الْغُرِّ
مَا حَادِي الْعِيسِ نَشَا وَصَدَى
და შენს მოდგმასა და დიდებულ თანამებრძოლებს
ვიდრე აქლემთა გამრეკის სიმღერა გაისმის და ექოდ მეორდება