لِي فِي المَدِينَةِ أَحْبَابٌ إِذَا نَظَرُوا
I Have Beloveds In Medina; When They Gaze Upon Me
Ka
لِي فِي المَدِينَةِ أَحْبَابٌ إِذَا نَظَرُوا
إِلَيَّ وَلَّتْ هُمُومِي وَانْجَلَى الضَّرَرُ
მედინაში მყავს საყვარელნი, რომელთა მზერაც
დარდს მიქარვებს და განსაცდელს მაშორებს.
وَأَصْبَحَ القَلْبُ فِي أُنْسٍ وَفِي فَرَحٍ
جَمٍّ وَصَاحَبَنِي التَّوْفِيقُ وَالظَّفَرُ
გული ნეტარებითა და დიდი სიხარულით ივსება
თან მზდევს შეწევნა და გამარჯვება.
يَا أَهْلَ طَيْبَةَ هَيَّا إِنَّنِي دَنِفٌ
وَإِنَّنِي لِلَّذِي أَمَّلْتُ مُنْتَظِرُ
ჰოი, ტაიბას მკვიდრნო, მოვდივარ სნეული სიყვარულით
და ველოდები იმას, რისი იმედიც მქონდა.
جَرَتْ عَوَائِدُكُمْ أَنَّ المُحِبَّ إِذَا
نَادَاكُمُ بِلِسَانِ الحُبِّ يَنْجَبِرُ
თქვენი ჩვეულებაა, რომ შეყვარებული, როცა
სიყვარულის ენით გიხმობთ, ნუგეშს პოულობს.
وَالحُبُّ مِلْءُ جَنَانِي بَلْ تَجَسَّمَ فِي
شَخْصٍ عَلَى صُورَتِي إِنْ دَلَّتِ الصُّوَرُ
სიყვარულით სავსეა ჩემი გული, ის ხორცშესხმულია
ჩემს ხატებაში, თუკი სახენი რამეს მოწმობენ.
يَا سَيِّدَ الرُّسْلِ أَدْرِكْنِي فَمَا بَقِيَتْ
لِي حِيلةٌ غَيْرُ حُبٍّ مِنْكَ مُدَّخَرُ
ჰოი, შუამავალთა წინამძღოლო, შემეწიე, რამეთუ
შენი სიყვარულის გარდა სხვა იმედი აღარ დამრჩენია.
لِلَّهِ مِيلادُكَ الغَالِي الذِي سَعِدَتْ
بِهِ البَسِيطَةُ وَانْجَابَتْ بِهِ الغِيَرُ
დიდება ღმერთს შენი ძვირფასი შობისთვის, რითაც გაბრწყინდა
დედამიწა და გაიფანტა ყოველივე მწუხარება.
يَوْمٌ بِهِ ضَاءَتِ الدُّنْيَا فَمَا طَلَعَتْ
شَمْسٌ عَلَى مِثْلِهِ فِيهَا وَلَا قَمَرُ
ეს ის დღეა, როცა სამყარო განათდა და არასდროს ამოსულა
მასზე უკეთესი არც მზე და არც მთვარე.
تَحِيَّةٌ لَكَ مِنْ قَلْبٍ مُعَطَّرَةٌ
يَزِيدُ عَرْفَ شَذَاهَا رَوْحُكَ العَطِرُ
მოგესალმები სურნელოვანი გულით, რომლის ნელსაცხებელსაც
შენი სურნელოვანი სული კიდევ უფრო აძლიერებს.
وَقَائِلٍ لِيْ مَا تَشْتَاقُ قُلْتُ لَهُ
أَشْتَاقُ طَيْبَةَ شَوْقاً لَيْسَ يَنْحَصِرُ
მათ, ვინც მკითხავს: „რა გენატრება?“ – ვეტყვი:
„მენატრება ტაიბა უსაზღვრო მონატრებით“.
يَا قَائِدَ الجَوِّ أَنْزِلْنِي إِذَا لَمَعَتْ
لِعَيْنِكَ القُبَّةُ الخَضْرَاءُ وَالحُجَرُ
ჰოი, ცის მესაჭევ, დამსვი იქ, სადაც შენს თვალწინ
მწვანე გუმბათი და წმინდა ოთახები გაიელვებს.
هُنَاكَ أَقْصِدُ شُبَّاكَ الرَّسُولِ لِكَي
أَسْتَغْفِرُ اللهَ حَيْثُ الذَّنْبُ يُغْتَفَرُ
იქ მივაშურებ შუამავლის სარკმელს, რათა შევევედრო
ღმერთს შენდობას, სადაც ცოდვანი მიეტევებათ.
عَلَيْكَ صَلَاةُ اللهِ مَا تُلِيَتْ
فِي حَفْلِ مِيلادِكَ الآياتُ والسُوَرُ
ღვთის კურთხევა შენდა, ვიდრე შენი შობის დღესასწაულზე
იკითხება აიათები და სურები.
والآلِ والصَحْبِ وَالأَتْبَاعِ قَاطِبَةً
والغَوثِ والقطبِ والأحبَابِ إذْ حَضَرُوا
შენს სახლეულს, თანამებრძოლთ და ყველა მიმდევარს,
ღავსს, ქუთბსა და საყვარელთ, ვინც იქ დაესწრება.