صَلَاةُ الْبَدْرِيَّة
ბადრიის ლოცვა
Ka
Ka
صَلَاةُ اللّٰه سَلَامُ اللّٰه
عَلَىٰ طٰهٰ رَسُولِ اللّٰه
ალაჰის ლოცვა და მშვიდობა
იყოს ტაჰაზე, ალაჰის შუამავალზე
صَلَاةُ اللّٰه سَلَامُ الله
عَلَىٰ يٰسٓ حَبِيبِ الله
ალაჰის ლოცვა და მშვიდობა
იყოს იასინზე, ალაჰის საყვარელზე
تَوَسَّلْنَا بِبِسْمِ الله
وَبِالْهَادِي رَسُولِ الله
შუამდგომლობას ვთხოვთ ალაჰის სახელით
და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლით, ალაჰის შუამავლით
وَكُلِّ مُجَاهِدٍ لِلّٰه
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
და ყოველი მებრძოლით ალაჰის გზაზე
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
إِلَهِي سَلِّمِ الْأُمَّةْ
مِنَ الْآفَاتِ وَالنِّقْمَةْ
ღმერთო ჩემო, დაიფარე მრევლი
უბედურებისა და სასჯელისაგან
وَمِنْ هَمٍّ وَمِنْ غُمَّةْ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
დარდისა და მწუხარებისგან
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
إِلَهِي نَجِّنَا وَاكْشِفْ
جَمِيعَ أَذِيَّةٍ وَاصْرِفْ
ღმერთო ჩემო, დაგვიფარე და მოგვაშორე
ყოველგვარი ზიანი და განგვარიდე
مَكَائِدَ الْعِدَا وَالْطُفْ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
მტერთა მზაკვრობას შენი წყალობით
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
إِلَهِي نَفِّسِ الْكُرَبَا
مِنَ الْعَاصِينَ وَالْعَطْبَا
ღმერთო ჩემო, შეუმსუბუქე ტანჯვა
ურჩთ და წარწყმედილთ
وَكُلِّ بَلِيَّةٍ وَوَبَا
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
ყოველი განსაცდელისა და სენისაგან
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
فَكَمْ مِنْ رَحْمَةٍ حَصَلَتْ
وَكَمْ مِنْ ذِلَّةٍ فَصَلَتْ
რამდენი წყალობა მოგვემადლა
და რამდენი დამცირება აგვცილდა
وَكَمْ مِنْ نِعْمَةٍ وَصَلَتْ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
რამდენი კეთილდღეობა მოგვევლინა
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
وَكَمْ أَغْنَيْتَ ذَا الْعُمْرِ
وَكَمْ أَوْلَيْتَ ذَا الْفَقْرِ
რამდენი მოხუცი განამდიდრე
და რამდენი ღარიბი დააპურე
وَكَمْ عَافَيْتَ ذَا الْوِزْرِ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
რამდენი ცოდვილი განკურნე
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
لَقَدْ ضَاقَتْ عَلَى الْقَلْبِ
جَمِيعَ الْاَرْضِ مَعَ رَحْبِ
მთელი დედამიწა, თავისი სიდიადით
ჩვენი გულებისთვის მეტისმეტად დავიწროვდა
فَانْجُ مِنَ الْبَلَا الصَّعْبِ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
დაგვიფარე ამ მძიმე განსაცდელისგან
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
أَتَيْنَا طَالِبِي الرِّفْقِ
وَجُلِّ الْخَيْرِ وَالسَّعْدِ
მოვედით შენი წყალობის სათხოვნელად
სიკეთისა და ბედნიერების საძიებლად
فَوَسِّعْ مِنْحَةَ الْأَيْدِي
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
განავრცე ჩვენზე შენი უხვი მადლი
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
فَلَا تَرْدُدْ مَعَ الْخَيْبَةْ
بَلِ اجْعَلْنَا عَلَى الطَّيْبَةْ
იმედგაცრუებულნი ნუ დაგვაბრუნებ
არამედ სიკეთით დაგვაჯილდოვე
أَيَا ذَا الْعِزِّ وَالْهَيْبَةْ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
ო, ძლიერებისა და სიდიადის მფლობელო
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
وَإِنْ تَرْدُدْ فَمَنْ نَأْتِي
بِنَيْلِ جَمِيعِ حَاجَاتِي
თუ შენ უარს გვეტყვი, სხვას ვის მივმართოთ
ჩვენი ყოველი საჭიროების ასასრულებლად?
أَيَا جَالِي الْمُلِمَّاتِ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا الله
ო, მწუხარების გამქარვებელო
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
إِلَهِي أَغْفِرْ وَأَكْرِمْنَا
بِنَيْلِ مَطَالِبٍ مِنَّا
ღმერთო ჩემო, მოგვიტევე და პატივი გვკავ
ჩვენი ვედრების შესმენით
وَدَفْعِ مَسَاءَةٍ عَنَّا
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا اَللّٰه
და ყოველი ბოროტება განგვაშორე
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
إِلَهِي أَنْتَ ذُو لُطْفٍ
وَ ذُو فَضْلٍ وَ ذُو عَطْفٍ
ღმერთო ჩემო, შენ ხარ სიკეთის მფლობელი
მადლისა და სიბრალულის მომნიჭებელი
وَكَمْ مِنْ كُرْبَةٍ تَنْفِي
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا اَللّٰه
რამდენი ტანჯვა განდევნე
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!
وَصَلِّ عَلَى النَّبِي الْبَرِّ
بِلَا عَدٍّ وَلَا حَصْرٍ
დალოცე კეთილმსახური შუამავალი
დაუთვლელი და უსაზღვრო ლოცვით
وَآلِ سَادَةٍ غُرٍّ
بِأَهْلِ الْبَدْرِ يَا اَللّٰه
და მისი ღირსეული შთამომავლობა
ბადრის ხალხის შემწეობით, ჰო, ალაჰ!