طَابَ لِي خَلْعُ عِذَارِي
შემშვენის ჩემი თავაშვებულობა
Ka
Ka
طَابَ لِي خَلْعُ عِذَارِي
فِي هَوَى الْبَدْرِ الْتَّمَامْ
მეამა ყოველგვარი მორიდების მოშორება
სავსე მთვარისადმი ჩემს ტრფობაში
بِافْتِقَارِي وَانْكِسَارِي
أَرْتَجِيْ نَيْلَ الْمَرَامْ
ჩემი სიღატაკითა და სიმდაბლით
ვესავ ჩემი საწადელის მიღწევას
يَا عَذُوْلِي لَا تَلُمْنِي
مَا عَلَى الْعَاشِقُ مَلَامْ
ოი, ჩემო დამზრახველო, ნუ გამკიცხავ
რამეთუ შეყვარებულს არ ედება ბრალი
اُدْنُ مِنِّي وَارْوِ عَنِّيْ
أَنَا فِي الْعِشْقِ إِمَامْ
მომუახლოვდი და ჩემგან გადმოეცი
რადგან ტრფიალების ხელოვნებაში წინამძღოლი ვარ
خَمْرَةُ الْأَحْبَابِ تُجْلَ
هِيَ حِلٌّ لَا حَرَامْ
საყვარელთა ღვინო ჩამოისხმება
იგი ნებადართულია და არა აკრძალული
مِنْ عُيُونِ الْعِيْنِ تُمْلَى
صَانَهَا الْبَرُّ الْسَّلَامْ
თვალთა წყაროებიდან აღმოცენდება
მას მწყალობელი და მშვიდობის მომფენი იცავს
يَا أَخَا الْأَشْوَاقِ يَمِّمْ
سَيِّدَ الْرُّسْلِ الْكِرَامْ
ოი, სურვილთა ძმავ, გეზი აიღე
კეთილშობილ შუამავალთა ბატონისაკენ
وَاغْنَمِ الْذِّكْرَ وَزَمْزِمْ
بِصَلَاةٍ مَعْ سَلَامْ
იხმიე ხსენება და აღავლინე
კურთხევა და მშვიდობა მასზედ
لِحَبِيْبِ الله أَحْمَدْ
كُلَّمَا جَنَّ الْظَّلَامْ
ალლაჰის საყვარელ აჰმადზე
ყოველთვის, როცა ღამის წყვდიადი ჩამოწვება
كُلُّ مَنْ وَالَاهُ يَسْعَدْ
وَيَنَالْ حُسْنَ الْخِتَامْ
ყოველი, ვისაც ის უყვარს, ჰპოვებს ბედნიერებას
და ეღირსება მშვენიერ აღსასრულს