لِغَيْرِ جَمَالِكُمْ نَظَرِي حَرَامُ
თქვენი მშვენიერების გარდა სხვისთვის ჩემი მზერა აკრძალულია.
Ka
لِغَيْرِ جَمَالِكُمْ نَظَرِي حَرَامُ
وَغَيْرُ كَلَامُكُمْ عِنْدِي كِلَامُ
სხვა რამისთვის მზერა ჩემი აკრძალულია, თქვენი მშვენების გარდა
სხვა სიტყვა ჩემთვის არაფერია, გარდა თქვენი საუბრისა
وَعُمْرُ الْنَّسْرِ مِنْكُمْ بَعْضُ يَوْمٍ
وَسَاعَةُ غَيْرِكُمْ عَامٌ فَعَامُ
არწივის სიცოცხლე თქვენთან მხოლოდ დღის ნაწილია
ხოლო სხვებთან გატარებული საათი – წელიწადი წელიწადზე
وَصَبْرِي عَنْكُمُ شَيْءٌ مُحَالٌ
وَمَا لِي قَاتِلٌ إِلَّا الْفِطَامُ
თქვენგან მოთმინება ჩემთვის შეუძლებელი რამაა
ჩემი მკვლელი სხვა არაფერია, თუ არა თქვენთან განშორება
إِذَا عَايَنْتُكُمْ زَالَتْ هُمُومِيْ
وَإِنْ غِبْتُمْ دَنَا مِنِّيْ الْحِمَامُ
როცა გჭვრეტთ, ქრება ყოველი ჩემი საწუხარი
ხოლო როცა მიეფარებით, სიკვდილი მიახლოვდება
أَوَدُّ بِأَنْ أَكُونَ لَكُمْ جَلِيسًا
وَتُنْصَبَ لِي بِرَبْعِكُمُ خِيَامُ
მსურს, რომ ვიყო თქვენი მუდმივი თანამგზავრი
და თქვენს სავანეში ჩემი კარვები აღიმართოს
فَدَاوُوا بِالْوِصَالِ مَرِيضَ هَجْرٍ
يَهِيمُ بِكُمْ إِذَا سَجَعَ الْحَمَامُ
განკურნეთ ერთობით განშორებისგან სნეული
ვინც თქვენზეა გადამკვდარი, როცა მტრედი გალობას იწყებს
حَدِيثُ غَرَامِهِ فِيكُمْ قَدِيمٌ
وَمَلْبَسُهُ مِنَ الْحُبِّ الْسِّقَامُ
მისი ტრფიალების ამბავი თქვენდამი ძველია
სიყვარულისგან მისი სამოსელი სნეულებაა
فَأَنْتُمْ فِي الْأُصُولِ أَجَلُّ أَصْلٍ
إِذَا شِئْتُمْ تَحَصَّلَ لِي الْمَرَامُ
საწყისთა შორის თქვენ ხართ უდიდებულესი საწყისი
თუ ინებებთ, ჩემი საწადელი მაშინვე აღსრულდება
بِكُمْ صَعْبُ الْأُمُورِ يَعُودُ سَهْلًا
فَبِالْإِحْسَانِ جُودُوا يَا كِرَامُ
თქვენით ყოველი რთული საქმე მარტივი ხდება
სიკეთით გვიბოძეთ წყალობა, ჰე, დიდსულოვნო
وَلَيْسَ سِوَاكُمُ لِلْجُودِ أَهْلًا
فَكَيْفَ نَزِيلُ سُوحِكُمُ يُضَامُ
არავინაა თქვენ გარდა სიუხვის ღირსი
განა როგორ დაიჩაგრება თქვენი კარის სტუმარი?